“ჩვენ მივიტანთ ადამიანებამდე სიმართლეს, რომ კენჭს იყრის ვაშაძე და არა სააკაშვილი” - რუსლან გაჯიევი
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, „ქათული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ გაიგეს მოსახლეობის გასაჭირი და ორშაბათიდან მათთან შეხვედრებს დაიწყებდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს მოსახლეობასთან შეხვედრა გუშინ უნდა დაეწყოთ.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თუ რას ეუბნებოდნენ და ეუბნებიან, წინასაარჩევნო პერიოდში“ მარნეულელ ამომრჩევლებს პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

მარნეულელი დეპუტატი და სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელი რუსლან გაჯიევი ამბობს, რომ ამომრჩევლებს უყვებოდნენ თუ რატომ არიან ცუდები გაერთიანებული ოპოზიციის წევრები.

„რა პროპაგანდაც მოდის ოპოზიციური ძალების მხრიდან ყველაფერი სიცრუეა. ჩვენ მივიტან ადამიანებამდე სიმართლეს, რომ კენჭს იყრის ვაშაძე და არა სააკაშვილი, რათა ადამიანებმა იცოდნენ. და კიდევ, მაქსიმალურად მივიტანთ ადამიანებამდე ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში და რა გააკეთეს მათ თავისი მმართველობის პერიოდში, 9 წლის განმავლობაში.“

რუსლან გაჯიევი ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს და ის მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს.

გაჯიევი იმასაც ამბობს, რომ მოსახლეობამ იცის თუ რატომაა კარგი სალომე ზურაბიშვილის არჩევა.

„ხალხმა იცის, რომ ის (სალომე ზურაბიშვილი) საქართველოს ევროკავშირში შესვლის პროცესზე ზემოქმედებას მოახდენს. ის უფრო მეტ ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს ევროატლანტიკურ კავშირში გაწევრიანებაზე, ნატოში გაწევრიანებაზე. მთელ სტრუქტრაში ამის დიდი იმედები გვაქვს.“

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. პირველ ტურში 51%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევების მეორე ტურში ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდებიან.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები