თემურ აბაზოვს და ოთარ ფარცხალაძეს ერთი და იგივე ადვოკატი იცავს
მარნეულის მერს, რომელიც
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, და
ყოფილ მთავარ პროკურორს,
რომელსაც ბრალი წარედგინა ცემის
ფაქტზე, ე.წ. „ელ-ცენტროს“ ინციდენტზე, ერთი და იგივე ადვოკატი გაგი
მოსიაშვილი იცავს.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს, მას ბრალად
მარნეულელი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი
და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე წარუდგინეს.
6
სექტემბერს, აბაზოვის წინასასამართლო სხდომაზე მას ბრალი 157-ე პრიმა
პირველი და მეორე მუხლებით დაუმძიმდა, რაც გულისხმობს პირადი
ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების
ხელყოფას.
ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, პროკურატურის მიერ
წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ პირველ არხს
ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პროკურატურამ ფარცხალაძეს ბრალი 126-ე, ცემის
მუხლით ე.წ. „ელ-ცენტროს“ საქმეზე წარუდგინა.
რადიო „მარნეული“