სიახლე
საია საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ გორჯისტანის უკანონო აგიტაციის ფაქტები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ შეისწავლოს უკანონო აგიტაციის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

საია განცხადებაში წერია, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში აქტიურად არიან ჩართულები სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები.

კერძოდ, ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი აქტიურად მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. მისი განცხადებით კანდიდატი აუცილებლად მოიგებს და ეს იქნება გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის. მისივე განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს.

კამპანიაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილიც. აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის გარდა იგი, 2018 წლის 4 ნოემბერს სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სიძულვილის ენასაც იყენებს.

„მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: ,,ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი...“ მიხეილ სააკაშვილი ბანგლადეშელი და ინდუსი ტურისტების მიმართ იყენებს სიტყვა ,,ჯღანს“, რასაც ქართულ ენაში უარყოფითი შინაარსი აქვს. აღსანიშნავია, რომ სიტყვა ჯღანის წარმოთქმის წინ სააკაშვილი იხდის ბოდიშს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ იგი აღნიშნულ სიტყვას სრულიად გააზრებულად, ნეგატიური შინაარსით იყენებს.“ - წერია საიას განცხადებაში

საია საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართონ საარჩევნო კამპანია და საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების შემცველი განცხადებები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოიაციამ განცხადება დღეს, 6 ნოემბერს გაავრცელა.

რადიო "მარნეული"


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ვერძი
დაიცავით ეტიკეტი და დისციპლინა. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან
ვიზიტი
09:23 / 20.01.2019
ვერძი
დაიცავით ეტიკეტი და დისციპლინა. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან ვიზიტი
20 იანვარს აზერბაიჯანი 29 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს.
აზერბაიჯანში 29
23:58 / 19.01.2019
20 იანვარს აზერბაიჯანი 29 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს. აზერბაიჯანში 29
მესენჯერმა WhatsApp 1-ლი იანვრიდან ცალკეულ
სმარტფონებში ფუნქციონირება შეწყვიტა
22:53 / 19.01.2019
მესენჯერმა WhatsApp 1-ლი იანვრიდან ცალკეულ სმარტფონებში ფუნქციონირება შეწყვიტა
2005
წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18
იანვარს მიმართა
22:22 / 19.01.2019
2005 წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18 იანვარს მიმართა
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
19:01 / 19.01.2019
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები
წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი
არხის ჟურნალისტი იუწყება.
18:55 / 19.01.2019
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი
შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
18:48 / 19.01.2019
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“,
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
18:35 / 19.01.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.