ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის
“ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან. ამის შესახებ განცხადებას
საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს
.
“მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ
თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია,” – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს
განცხადებაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის
სოფელ ატოცთან მეორე დღეა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს
ატარებენ.