აზერბაიჯანის სასამართლოს განჩინების მიხედვით, ასადოვი 8 ნომებერს ბაქოში ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს
„ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს“ თავმჯდომარეს და შეიხს მირტაგი ასადოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 30 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს .

როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლო განჩინების თანახმად, რომელიც მისმა ადვოკატმა მოიპოვა, მირტაგი ასადოვი 8 ნოემბერს, ქალაქ ბაქოში, 12:30 საათზე, ნარიმანოვის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლთან დააკავეს, რა დროსაც იგი მობილურზე ხმამაღლა საუბრობდა და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა.

ოქმში აღწერილის მიხედვით, მას სამოქალაქო ფორმიანი პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ და შენიშვნა მისცეს,რამაც განრისხებული ასადოვი კიდევ უფრო გააბრაზა.

პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო განჩინების თანახმად, ასადოვმა ბრალი აღიარა. მას ნარიმანოვის რაიონულ სასამართლოში ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღეში ზემო ინსტანციაში გასაჩივრების საშუალება ეძლევა.

მირტაგი ასადოვს ბრალი წაყენებული აქვს აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 510-ე და 535-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამათგან 510-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ითვალისწინებს ფულად გადასახადს 100 მანეთის ოდენობით.

535-ე მუხლის პირველი ნაწილი კი სამართალდამცავის ან სამხედრო პირისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, რომელიც ისჯება 200 მანათამდ ფულადი ჯარიმით ან 30 დღემდე თავისუფლების აღკვეთით.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, შეიხი მირტაგი ასადოვი არა 8 ნოემბერს, არამედ 7 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

ეს ინფორმაცია ოჯახის წევრებს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა შეატყობინა, რომელსაც მგზავრები და მათ შორის შეიხი მირტაგი ასადოვიც ბაქოს მიმართულებით გადაჰყავდა. მძღოლის თქმით, შეიხი ასადოვი თავდაპირველად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ გაზახის რაიონულ პოლიციაში გადაიყვანეს, იქიდან კი ქალაქ ბაქოში.

ოჯახის წევრების თქმით, შეიხი 7 ნოემბერსვე ტელეფონით დაუკავშირდა თავის მეუღლეს და თავისი გადაყვანის ამბავი ამცნო . ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით ამ დრომდე არც მის ადვოკატს და არც მეუღლეს მისი მონახულების საშუალება არ ეძლევათ.

ამავე თემაზე:


შეიხი მირტაღი ბრალის ოფიციალურ წარდგენას, არასამთავრობოები კი მთავრობის რეაგირებას ამ დრომდე ელოდებიან

რელიგიის სააკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე შეიხ მირტაგის დაკავების საქმის კურსში არაა

საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანში ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით დააკავეს




რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები