მეორე ტურში "ტკბილი სუფრით" დაწყებული შეხვედრები ქალ ამომრჩევლებთან


„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის სოფლებში ქალ ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო. „ტკბილ სუფრაზე“ ჩაის, კანფეტებისა და ნამცხვრების ფონზე, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ლეილა ალიევა და "ქართული ოცნების" მარნეულის შტაბის წარმომადგენელი ნარგიზ ალიევა ქურთლიარში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ.

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის რუსლან გაჯიევის თქმით, სუფრის გაშლა და სტუმრისათვის ჩაის დახვედრება კავკასიური ტრადიციაა და ამაში ვერაფერ ცუს ვერ ხედავს.

„ეს არის კავკასია, საქართველო, სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ჩაი, ეს ჩვეულებრივია. თუ შეხვედრაზე სტუმარია, მაშინ სუფრაზე ჩაი აუცილებლად უნდა იყოს. ეს არის საქართველო, ეს არ არის სხვა ევროპული ქვეყანა, ესაა ჩვენი ტრადიცია.“- ამბობს რუსლან ჰაჯიევი

გაჯიევი შეხვედრების ზემოაღნიშნულ ფორმატში ჩატარებას კანონდარღვევად არ თვლის. ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თემებზე საუბრობენ ქალები არ აქვს.

„ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის წარმომადგენლის ნარგიზა ალიევას თქმით, შეხვედრებს ესწრებიან, როგორც აქტიური ისე არააქტიური ქალები.

„ჩვენ ვატარებთ არამარტო წინასაარჩევნო შეხვედრებს, ჩვენ ასევე ვინტერესდებით მათი პრობლემებით. ჩვენ ვისმენთ მათ წინადადებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს მათ რეგიონში ან ზოგადად საქართველოში. შეხვედრების შემდეგ მე ამ ყველაფერს ვაჯამებ, ვაკეთებთ პროტოკოლს და წარვუდგენთ პარტიას.“ - ამბობს ნარგიზა ალიევა

ქალ ამომრჩეველთან შეხვედრები გუშინ, 13 ნოემბერს დაიწყო და მთელი კვირის განმავლობაში გაგრძძელდება.

ნარგიზა ალიევას თქმით, შეხვედრებზე ეგრედწდებულ „ტკბილ სუფრას“ ის ქალები შლიან, ვის სახლშიც მიდიან და ამაში პარტია ან ზურაბიშვილის შტაბი ფულს არ იხდის.

გენდერის მკვლევარის ნონა სამხარაძის თქმით, ქალებთან ამდაგვარი სახის შეხვედრები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პროცესს უფრო მეტად აზიანებს ვიდრე ახლაა.

„ძალიან სექსისტურად და სტერეოტიპულად მიუდგნენ, რომ რაღაც „ტკბილ სუფრასთან“ დასვევს ქალები და რაღაცნაირად ესაუბრებიან ქალების როლზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ტკბილეულით გამასპინძლება კიდევ ერთხელ ამყარებს სტეროტიპს, რომ ქალ ამომრჩეველს განსხვავებულად უნდა მოვექცეთ“ - თქვა ნონა სამხარაძემ

სამხარაძის თქმით, ის წინასაარჩევნო პროცესს აკვირდებოდა და არცერთ პოლიტიკურ პარტიას ქალ ამომრჩევლებთან შეხვედრები არ ჩაუტარებია, ხოლო ახლა, მეორე ტურამდე რამდენიმე კვირით ადრე, „ტკბილი სუფრის“ გაშლა და ქალებთან შეხვედრა პოლიტიკური პარტიების მხრიდან კარგი ტონი არაა.

სამხარაძე ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გაიგეს, რომ ამომრჩევლების 53% ქალია და მათთან მუშაობა დაიწყეს, მაგრამ პარტიები ქალებსაც და კაცებსაც ერთნაირ ფორმატში უნდა შეხვდნენ. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ქცევა და ქალებთან შეხვედრები პარტიების პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა