NGO-ების განცხადებაზე გამოძიება ყალბი პირადობების დამზადების მუხლით დაიწყო
პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ყალბი პირადებების შესაძლო დამზადებას ეხება, გამოძიება დაიწყო .

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული. ეს მუხლი გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებას გულისხმობს.
“მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“საიას”, “სამართლიანი არჩევნებისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის სჭირდება.

სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, “გაუგონარი ცილისწამებაა”.




წყარო:ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
თეგები: პროკურატურა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები