„არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ - ბილბორდები მარნეულშიც გამოჩნდა
“ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერები თბილისის შემდეგ მარნეულშიც გამოჩნდა.

„არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ - ესაა მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული ერთ-ერთი ბილბორდის მესიჯი.

ბილბორდი მარნეულის შესასვლელში, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის ახლოს არის განთავსებული და მასზე წარწერა როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენაზეა გაკეთებული.

ბილბორდზე მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია და სხვები არიან გამოსახული.




ადიო „მანრეული“

Print