„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელის თქმით, მასზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს პროკურატურა არ იძიებს
"ძალა ერთობაშია" მოძრაობის წარმომადგენელი , ფუად გახრამანოვი მის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მარნეულის პროკურატურამ მისი საქმე განხილვის გარეშე დატოვა. გახრამანოვის თქმით, შემთხვევიდან 23 დღე გავიდა, თუმცა ზეწოლის ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

„ქართული ოცნების აქტივისტები ანარ გადიმოვი ფაიგ ისმაილოვი მემუქრებოდნენ და მცემეს. მერე 112 ში დავრეკე, პოლიცია მოვიდა, დამკითხეს. შემდეგ საავადმყოფოში წავედი და იქ გამსინჯეს „ფორმა ასი“ მომცეს. მერე რუსთავშივ ვიყავი ეკსპერტიზაზე, სდაც დამტკიცდა, რომ ნაცემი ვიყავი. პროკურატურას საქმე არ განუხილავს, არ ვიცი რატო“ - ამბობს ფუადი


გახრამანოვი ამბობს, რომ ეს ზეწოლის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა არც წინა შემთხვევები გამოუძიებით.

„ეს ანარ გადიმოვის პირველი საქმე არ არის. ზაფხულში პოლიციელიც ცემა , ელმარ ქალაევი. არც მაშინაც განიხილა პროკურატურამ საქმე. ანარ გადიმოვი სოზარ სუბართან მეგობრობს და ოჯახური ურთიერთობა აქვს. ამიტომაცაა, რომ მის მიერ ჩადენილი საქმეების განხილვა არ ხდება.“ - ამბობს ფუადი

ფუად გახრამანოვი საქართველოს მთავარ პროკურატორის ჩართვას გეგმავს საქმეში. შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს მარნეულში, „ძალა ერთობაშია“ს წარმომადგენლები დ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დპირისპირება მოხდა. შემთხვევა ატა ჰოლდინგის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, რა დროსაც გახრამანოვის მიმართ ზეწოლა განხორციელდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები