მარნეულში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე მომღერალს აზერბაიჯანიდან ჩამოიყვანენ
26 ნოემბერს, მარნეულში პარტია „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის ორგანიზებით, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას აზერბაიჯანის ახალგაზრდა მომღერალი უზეირ მეჰდიზადე მიიღებს. ამის შესახებ ინფრომაცია ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯამალ მამადოვმა დაგვიდასტურა.

კითხვაზე, თუ ვისი ფინანსური მხარდაჭერით ჩამოჰყავთ აზერბაიჯანელი მომღერალი მან თქვა, რომ კონცერტი ერთი პიროვნების მხარდაჭერით განხორციელდება, თუმცა მისი  ვინაობის გამხელა არ ისრუვა.

საქართველოს რეგიონებში მეორე ტურის წინ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტები ტარდება. საკონცერტო პროგრამაში საქართველოში მოღვაწე მომღერლები იღებენ მონაწილეობას.

მარნეულში კი ბოლო წინასაარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აზერბაიჯანიდან ჩამოყვანილი მომღერლები იღებდნენ . მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მომღერალ აიგუნ კაზიმოვა მოიწვიეს, ხოლო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მომღერალი როია.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, პარტიას თანხა არცერთი მომღერალის ჩამოყვანაზე არ აქვს გადახდილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები