ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა – ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს .

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერ ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

“ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა”, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ ამომრჩეველს, ვისაც სურვილი აქვს, დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკო-ს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას ან დარეკოს საინფორმაციო ცენტრში, ნომერზე: 2 51 00 51.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები