ზურაბიშვილის წარმომადგენლები ამომრჩეველს ფოტოსურათებიანი სიით აღრიცხავენ – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გლდანის #79, #80, #81 უბნების შენობის ფოიეში მობილიზებულნი არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. საიას ცნობით, მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია .

“მითითებულ უბნებზე მისული ამომრჩევლები თავდაპირველ აღრიცხვას მათთან გადიან და ამის შემდგომ ხდება ამომრჩევლის შესვლა შესაბამის საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

საის ინფორმციით, ანალოგიურად ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის #37-ე, #38-ე, #40-ე უბნებზე.

რაც შეეხება სხვა პროცედურულ დარღვევებს, საიას ცნობით, დაგვიანებით, გაიხსნა ახალქალაქის #69 სააარჩევნო უბანი. საიას დამკვირვებლებს არ უშვებდნენ კრწანისის #11, ახალქალაქის #2, #12, #16, #63 და ახმეტის #6 უბანზე. ცესკოს ჩარევის შედეგად, ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე შეუშვეს.






netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები