N89 უბანი - რადიო მარნეულის ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტი
სოფელ ყიზილაჯლოში, N89 უბანზე, რადიო მარნეულის ჟურნალისტებს სარჩევნო უბანზე დაკვირვების დროს შენობიდან აძევებდნენ.

მათ ხელითაც შეეხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. მიუხედავად ამისა, მათ ადგილი არ დაუტოვებით.

პირი, რომელიც ჟურნალისტებს ხელით შეეხო, მარნეულის მერიაში მომუშავე  ნურლან მამიშოვია.

89 უბანზე სულ 975 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 9 სპეციალურ სიაში, ხოლო 26 გადასატანი ყუთის სიაში.





Print ელ. ფოსტა
თეგები: არჩევნები 2019
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები