17:00 მონაცემებით სოფელ იმირში ამომრჩევლების 54 % საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა
მარნეულის #59 საარჩევნო უბანში, რომელიც სოფელ იმით ში მდებარეობს, სულ 1198 ამომრჩეველია რეგისტრირებული . 6 ამომრჩეველი სპეციალურ სიაშია, ხოლო 29 გადასატანი ყუთის სიაში.

17:00 საათის მონაცემებით უბანში 647 ამომრჩეველია მისული.

17:00 საათისათვის უბანზე საჩივარი არ დაწერილა.




შეგახსენებთ რომ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის დროს სოფელ იმირში  მარენულის,  ფიზიკური დაპირისპირებას მოხდა

როგორც ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლებმა აცნობეს, მათ გამოძახებული ჰყავთ სამართვალდამცველები.
რადიო "მარნეულს" წყარომ აცნობა, რომ იმირის საარჩევნო ოლქზე მოქალაქე მივიდა ხმის მისაცემად , თუმცა მისი ხმა უკვე იყო დაფიქსირებული.

არასმთავრობო როგანიზაცია მრავალეროვანმა საქართველომ გამართულ პირველად ბრიფინგზე დააფიქსირა მარნეულის #22 ოლქში, საარჩვენო უბნებზე რიგით დარღვევები.

კერძოთ # 59 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამავე უბანზე იყო დამკვირვებლების მხრიდან დაფიქსირებული აგიტაციის მცდელობა, კერძოთ კი ერთ ერთ მოქალაქეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისური ეცვა უბნის ტერიტორიაზე. 

სოფელ იმირის #59 საარჩევნო უბანზე ხმების გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 291 ხმათა რაოდენობა მიიღო. ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბისშვილი კი - 222 ხმა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები