ვაშაძე – 45%, ზურაბიშვილი – 55% – “რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლის შედეგი
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა ხმების 45%, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 55% .

“რუსთავი 2”-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კვლევითმა ორგანზიაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა. სწორედ აღნიშნულ კომპანიას დაუკვეთა “რუსთავი 2”-მა ეგზიტპოლის ჩატარება 2010, 2012, 2017 წლების არჩევნებზე, ასევე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, 28 ოქტომბერს. 28 ოქტომბრის შედეგი თითქმის დაემთხვა ცესკოს საბოლოო შედეგებს და ის ცდომილების ზღვარში ჯდებოდა.

“რუსთავი 2”-ის ცნობით, ეს არის წინასწარი, დღის 5 საათისთვის არსებული მონაცემები. სრული შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. თუ ეგზიტპოლის ეს შედეგები დამეთხვევა ცესკოს საბოლოო შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდება სალომე ზურაბიშვილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები