სააკაშვილი: მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში რადაც არ უნდა დამიჯდეს
“ბრძოლის გაშლასთან ერთად, რა თქმა უნდა, მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადა.

“მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში რადაც არ უნდა დამიჯდეს. მე ჩემი სიცოცხლე არაფრად არ მიღირს, მაგრამ ვაპირებ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ძალადობრივად ხელის აღმართვა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამ განცხადებამდე მან არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნების შედეგები და მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აღიარონ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და საპროტესტო აქციებით მოითხოვონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

“ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. ხვალინდელი დღიდან ჩვენ მშვიდობიანი გზით ვიბრძვით ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებისთვის” -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის და “იმედის” ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ამ შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები