როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად გავჩნდები თქვენთან – სააკაშვილი
რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე შეკრებილ დემონსტრანტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას მიმართა .

მისი განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლას განაგრძობს და ის აუცილებლად დასრულდება “სრული გამარჯვებით”, რაც მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლასა და “ნამდვილი სახალხო დემოკრატიის” დაბრუნებას გულისხმობს.

სააკაშვილმა მხარდამჭერებს ასევე უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში, “ფიზიკურად გაჩნდება” ხალხის გვერდით.

“…ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება სრული გამარჯვებით, საქართველოში ოლიგარქის ხელისუფლების შეცვლით და ნამდვილი სახალხო დემოკრატიის დაბრუნებით, რომლის მმართველი იქნება ქართველი ხალხი.

ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ვარ თანასწორი თანასწორთა შორის. მე ვარ ერთ-ერთ თქვენთაგანი. არ მაქვს განსაკუთრებულობაზე პრეტენზია. მაგრამ მინდა იცოდეთ: იმ წამს, როგორც კი დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენს გვერდით, ჩვენი ლიდერების, ახალგაზრდობის გვერდით, რადგან თითოეულმა უნდა ჩავდოთ ჩვენი აგური ამ გამარჯვებაში”, – თქვა მან.





netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები