ოპოზიციის მომდევნო მიტინგს სავარაუდოთ ინაუგურაციის დღეს დაამთხვევენ
რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევენ , რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ ინაუგურაცია სწორედ ამ დროსაა ჩანიშნული. სწორედ ამ დღეს დაანონსდა მომვდევნო აქციაც.

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცენბას”: წამზომი ჩართულია, ვადა 16 დეკემბრამდე. 16 დეკემბრამდე იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ინაუგურაცია იქნება 16 დეკემბერს.

ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციურ ფარგლებში, მაგრამ გვაქვს უფლება, გავაპროტესტოთ მოპარული არჩევნები და ვაკეთებთ ამას. ამიტომ, ველოდებით თქვენს პასუხს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ამ ერთხელ კიდევ ვუჩვენოთ სახელმწიფოებრივი მიდგომა ჩვენს ოპონენტებს. დღეს დავიშალოთ და შევიკრიბოთ 16 დეკემბერს. ვიქნებით 10-ჯერ მეტი”, – თქვა მან.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. აღნიშნული გადაწყვეტილება კოალიციის ლიდერმა და არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე გაახმიანა.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ სცნობს არჩევნების შედეგებს და ამზადებს სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანს მათი გაბათილების მოთხოვნით. მისი განცხადებით, ოპოზიცია კვლავ ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები