ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება .

პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, სავარაუდოდ, უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რადგან მასში ამ დროისთვის ნული ლარია გაწერილი.

ცნობისთვის, ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 5 მილიონს შეადგენს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2018 წელსაც.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები