ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 60 %-მდე შემცირდება .

პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე პირთა რაოდენობის 140-დან 60-მდე შემცირებაა გათვალისწინებული.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში საშტატო ნუსხის ცვლილება გათვალისწინებული არ იყო.

ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.








წყარო: ინტერპრესნიუს
Print