სიახლე
შსს-მ თეთრიწყაროში ყაჩაღობის მომზადების ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი 5 პირი : 1980 წელს დაბადებული ვ.კ., 1984 წელს დაბადებული ზ.გ., 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1982 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონში, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის ე.წ. "ხამუთები", 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის მეპატრონის კუთვნილი ძაღლის მოწამვლის მიზნით მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს საქართველოს
პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობის წევრ ნიკა მელიასა და პატრიოტთა
ალიანსის წევრებს, ირმა ინაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის
დაპირისპირება მოჰყვა.
15:11 / 12.12.2018
საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს საქართველოს პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობის წევრ ნიკა მელიასა და პატრიოტთა ალიანსის წევრებს, ირმა ინაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ფრანგი სამართალდამცავები უკვე რამდენიმე საათია
ეძებენ თავდამსხმელს, რომელმაც სტრაბსურგში, ერთ-ერთ საშობაო ბაზართან
ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ადმაიანი მოკლა და 12
დაჭრა.
13:18 / 12.12.2018
ფრანგი სამართალდამცავები უკვე რამდენიმე საათია ეძებენ თავდამსხმელს, რომელმაც სტრაბსურგში, ერთ-ერთ საშობაო ბაზართან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ადმაიანი მოკლა და 12 დაჭრა.
ვარკეთილში გვიან ღამით ვისოლის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
12:11 / 12.12.2018
ვარკეთილში გვიან ღამით ვისოლის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის
მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ოჯახის თქმით, კომატოზურ
მდგომარეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა.
11:00 / 12.12.2018
ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ოჯახის თქმით, კომატოზურ მდგომარეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ორი ავტომობილის შედახების
შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო დაშავდა 4 პირი, რომლებიც
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
14:39 / 11.12.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ორი ავტომობილის შედახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო დაშავდა 4 პირი, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
14:03 / 11.12.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
თბილისში, დიდუბის მეტროსთან, HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6
ავტომობილი დააზიანა.
13:31 / 11.12.2018
თბილისში, დიდუბის მეტროსთან, HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6 ავტომობილი დააზიანა.
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში -
დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა
უმძიმესია.
13:17 / 11.12.2018
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში - დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა უმძიმესია.
ვიდეო სიახლეები