ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა რურუა გარდაიცვალა
პოლიტიკოსი ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია ნეტგაზეთს ენმ-ში დაუდასტურეს
.
რ2-ის ცნობით, სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
სასწრაფოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პოლიტიკოსი მათ ეკიპაჟს
გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დედამ გამოიძახა, რ2-ის ცნობით.
ნიკა რურუა 50 წლის იყო.
ნიკა რურუა მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია, გარდა ამისა, ის
2009-2012 წლებში კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.