კობა ხაბაზი პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზაზე დაწვა
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ხაბაზმა, რომელსაც პოლიცია თელავისკენ არ უშვებს, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზაზე დაწვა .

“ჩემს ისტორიაში ეს განმეორდა. 8 აპრილს ჩავწექით პირველი ჯგუფი ჯავშანტრანსპორტიორების წინ და მაშინ შევაჩერეთ რუსის ჯარი. სამწუხაროდ, მეორე დღეს ტანკებით წამოვიდნენ და ვერ შევძელით შეჩერება. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში ეს მეორედ განმეორდა. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ მოღალატე, საქართველოს მტრის სალომე ზურაბიშვილის პრეზენტაციის გამო, ქართული პოლიცია აკეთებს ამას – გვიკეტავენ გზას, გამოყავთ ზონდერები, ცდილობენ ხელი შეგვიშალონ და დაგვარბიონ. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება”, – უთხრა კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს. მის კომენტარს ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.

წყარო:ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები