საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს
შეხვდა.
პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ
კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ
თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის
ინაუგურაციაზე სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების
განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და საკითხები, რომლებზე
მსჯელობაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის
ფარგლებში იგეგმება.
საუბრისას ყურადღება დაეთმო განათლებისა და კულტურის სფეროში
თანამშრომლობას.