ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო
ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო. ადვოკატმა ამის შესახებ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც კირკიტაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუმარტა, დავით კირტკიაძე მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან პოლიციის რომელიმე წარმომადგენელზე ძალადობის ბრალდებებს.

ადვოკატის შეფასებით, მუხლის, რომლითაც კირკიტაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო, სამართლებრივი შინაარსი შეუთავსებელია, რადგან დავით კირკიტაძის გადმოცემით, დაპირისპირების დროს მის კონსტიტუციურ უფლებას ახორციელებდა და იცავდა.

“დეტალებს მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც გავივლი კონსულტაციებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. იგი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. აბსურდულია სამართლებრივი თვალსაზრისით მისი გადმოცემით აღნიშნული ბრალდება,”- განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე დღეს, 17 დეკემბერს დააკავეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები