აქვს თუ არა აბაზოვს შანსი თანამდებობაზე დაბრუნდეს
თემურ აბაზოვს მარნეულის მერის მოვალეობა 2018 წლის 18 ივნისს გამართულ მარნუელის საკრებულოს სხდომაზე შეუჩერდა .

მოვალეობის შეჩერება გულისხმობს, რომ აბაზოვის სასამართლოს სხდომის დასრულებამდე და შესაბამისად საბოლოო განაჩენის გამოტანამდე მერის თანამდებობაზე დაბრუნება არ შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო აბაზოვს გაამართლებს, მაშინ მისი თანამდებობაზე დაბრუნებაც სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს.

მარნეულის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიება 13 დეკემბერს შეეცვალა და ის გირაოს სახით გაანთავისუფლეს.
აბაზოვის განთავისუფლების შემდეგ მარნეულშ ორი სახის ინფორმაცია გავრცელდა, პირველი, რომ ყოფილი მერის განთავისუფლება მისი მერის თანამდებობაზე დანიშვნას გულისხმობს და მეორე, რომ განთავისუფლების შემდეგ მარნეულში მერის არჩევნები დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ის პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, სასამართლოს სხდომები მაინც გრძელდება და უცნობია თუ როდის გამოიტანს მოსამართლე საბოლოო განაჩენს. არჩევნების ჩატარება კი სწორედ საბოლოო განაჩენზეა დამოკიდებული.

რადიო „მარნუელი“


ამავე თემაზე: 

აბაზოვის პირველი სასამართლო სხდომა გისოსებს გარეთ

„პოლიტიკაში იქნება, თუ სხვა მიმართულებით იქნება, ეს მისი საქმეა“ - რუსლან გაჯიევი აბაზოვის შეხვედრასთან დაკავშირებით

პატიმრობიდან გათავისუფლებული აბაზოვი პირველ კომენტარს აკეთებს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები