ზაურ ტაბატაძის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2018 წელს
მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ რესტავრაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, სადახლოს საბავშვო ბაღისა და ალგეთის საბავშვო ბაღის გახსნა. ესაა მარნუელის მერის მოვალეობის შემსრულებლის ზაურ ტაბატაძის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2018 წელს.

საუკეთესო სამეულში ვერ მოხვდა, მაგრამ ტაბატაძემ უაღრესად მნიშვნელოვნად შეაფასა დამია-გეურარხის ნაპირტსამაგრი სამუშაოების პროექტი, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროექტისათვის 994 848 ლარი გამოიყო. ტენდერის მიხედვით, სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულდეს. ტენდერიდან ირკვევა, რომ ძეგლის რეაბილიტაციისა და დასასვენებელ-რეკრეაციული პარკის მოწყობისათვის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.

1975 წელს შექმნილი ძეგლი გაიწმინდება და მოხდება მისი ამორტიზირებული ნაწილების რესტავრაცია ისე, რომ ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიცია არ შეიცვალოს, ვინაიდან „კიდევაც დაიზრდებიან“ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

როგორც მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, ძეგლის რესტავრაციის გარდა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ზონად დაყოფილი სკვერის მოეწყობაც იგეგმება.

ალგეთისა და სადახლოს სბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აგებული და თითოეული 150 აღსაზრდელზეა გათვლილი, მაგრამ როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ზაურ ქარიმოვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ბაღებში 180-მდე აღსაზრდელის განთავსება იქნება შესაძლებელი.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები