404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/19/b7756cb2c13cf8c8fd32a7f27242f69c.jpg" not exists.

2018 წელის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი თამაზ ნავერიანისათვის
ქართველი სპორტსმენების წარმატება საერთაშორისო დონეზე, საპრეზიდენტო არჩევნები და პირველი ქალი პრეზიდენტი და კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება. ესაა მარნეულელი დეპუტატის თამაზ ნავერიანის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2018 წელს.

პარლამენტარმა ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა ქართველი მძიმეწონოსანი ძიუდოისტის წარმატებას. გურამ თუშიშვილი პირველი ქართველი მძიმეწონოსანი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ნავერიანმა ასევე ისაუბრა ძალოსან ლაშა ტალახაძეზე და აღიშნა, რომ მისი წარმატებები მთლიანად საქართველოსათვისაა მნიშვნელოვანი, რადგან მძიმე წონით კატეგორიაში ისევე როგორც გურამი, ლაშაც პირველია, ვინც საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაიტანა.

28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მოუგო და საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. ნავერიანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ დემოკრატიულად გამართული პროცესის შემდეგ, მოქალაქეების მიერ ქალი პრეზიდენტის არჩევა საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათ შორის, ბარებში, რესტორნებსა და კლუბებშიც, სიგარეტის მოწევა აკრძალულია. თამაზ ნავერიანი მიიჩნევს, რომ აღიშნული კანონი ყველა მოქალაქისათვისაა სასარგებლო და ამბობს, რომ ამით არამწეველი ადამიანების უფლებები უფრო მეტადაა დაცული, რადგან მათ თამბაქოს კვამლის სუნთქვა აღარ მოუწევთ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები