სიახლე
დაპირისპირება იმაკულიევსა და საკრებულოს წევრებს შორის
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა, მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ვუგარ მამედოვს, საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ჰკითხა, იყო თუ არა ბიუჯეტში მოსახლეობის რეკომენდაციები გათვალისწინებული.

ვუგარ მამედოვმა იმამკულიევს უპასუხა, რომ მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის საჯარო განხილვა ჩაატარა. რაზეც იმამკულიევმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წლის ბიუჯეტი „კაბინეტებში მიიღო“.

იმამკულიევის რეპლიკამ საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძისა და მისი მოადგილის მამუკა ნავერიანის გაღიზიანება გამოიწვია.

ნავერიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატის ქმედება „გამოხტომად“ შეაფასა და უთხრა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობიდანაა“ და ხალხი მათ აღარ უსმენს.

იმამკულიევის განცხადებას ასევე გამოეხმაურა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე. ბერიძემ მას შეახსენა, რომ ბიუჯეტის განხილვების დროს იმამკულიევი ამერიკაში იმყოფებოდა და მისივე თქმით, საჯარო განხილვები ყველა სამართლებრივი ფორმის დაცვით ჩატარდა. მაგალითად, საიტზე აიტვირთა ყველა შესაბამისი საბუთი და მოსახლეობას ჰქონდა შენიშვნების მიწოდების საშუალება.

იმამკულიევმა ბერიძეს უპასუხა, რომ მარნეულის მოსახლეობის უმეტესობა სახელმწიფო ენას არ ფლობს და შესაბამისად ისინი ბიუჯეტის პროექტს ვერ წაიკითხავდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ იმამკულიევს უთხრა, რომ ის „მტკივნეულ თემას“ ეხებოდა და უნდა გაჩუმებულიყო.
ამ მოვლენების შემდეგ იმამკუკიევმა საკრებულოს სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დღეს, 20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.
18:02 / 20.01.2019
დღეს, 20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.

20 იანვარს აზერბაიჯანი 29 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს.
აზერბაიჯანში 29
23:58 / 19.01.2019
20 იანვარს აზერბაიჯანი 29 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებს. აზერბაიჯანში 29
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
19:01 / 19.01.2019
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები
წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი
არხის ჟურნალისტი იუწყება.
18:55 / 19.01.2019
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი
შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
18:48 / 19.01.2019
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“,
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
18:35 / 19.01.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მასწავლებელთა
კრედიტების დაგროვების არსებული სისტემა უქმდება. უქმდება
მასწავლებლების თვითშეფასების ვალდებულებაც – თვითშეფასების
კითხვარების შევსება ნებაყოფობითი იქნება
16:51 / 18.01.2019
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მასწავლებელთა კრედიტების დაგროვების არსებული სისტემა უქმდება. უქმდება მასწავლებლების თვითშეფასების ვალდებულებაც – თვითშეფასების კითხვარების შევსება ნებაყოფობითი იქნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში,
16:02 / 18.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში,