თბილისის მერი "მანქანების გაზიარების" სიტემის დანერგვას აპირებს
კახა კალაძე მანქანის გაზიარების (ე.წ “ქარ შეარინგი”) დანერგვის შესახებ საუბრობს. მერის თქმით, უკვე შერჩეულია ერთი კომპანია, რომელიც მობილური აპლიკაციის მეშვეობით თბილის ში ელექტრომანქანებს გააქირავებს. კახა კალაძის თქმით, ეს პროექტი ბევრ ევროპულ ქალაქში მოქმედებს. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ ელექტრომანქანის დაქირავებას მოქალაქეები “მისაღებ ფასად” შეძლებენ.

“ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიყვანოს ავტომობილი, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ადგილზე იქნება გაჩერებული. მათ შეეძლებათ ამ ავტომობილით მთელი დღის მანძილზე ან რამდენი ხანიც მოესურვებათ ისარგებლონ. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანი იყო და სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი. ერთი ბიზნესჯგუფი ამ პროექტით დაინტერესდა და ისინი უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენენ პრეზენტაციას,”-ამბობს კალაძე.

პროექტის შესახებ თბილისის მერმა Facebook live-ის დროს ისაუბრა. კალაძის თქმით, ავტომობილის გაღება, დაქოქვა და შემდეგ გაჩერება აპლიკაციის მეშვეობით მოხდება. მერი განმარტავს, რომ პროექტის პირველ ეტაპზე სამი სახის ავტომობილს: ნისანს; სმარტსა და რენოს ჩამოიყვანენ. ავტომობილთა საერთო რაოდენობა პირველ ეტაპზე 300 იქნება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები