"ძეგლის დადგმა 20 იანვარს და მასში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა უკვე პროვოკაციის გამძაფრებას ნიშნავს“- პოლიტოლოგი
პოლიტოლოგი, მამუკა არეშიძე, ტელეკომპანია "მეცხრე არხთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 20 იანვარს ყარაბაღის ომის მონაწილე მიხეილ ავაკიანის ძეგლის ხელახლა გახსნა , ჩატარებული აქციები თბილისში პარლამენტთან, რომელში ეთნიკურად აზერბიჯანელები იღებდნენ მონაწილეობას და საპასუხო აქცია, რომელიც 10 თებერვალს დაიგეგმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლ ბუღაშენში, პროვოკაციის შექმნის მცდელობებს ემსახურება და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს.

,,ნათელია, რომ კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას მავანნი უკვე წლებია ცდილობენ. ხელისუფლება უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო. პრობლემა ძეგლის დადგმაში კი არა, თარიღსა და მონაწილეობაშია. ძეგლის დადგმა 20 იანვარს და მასში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა უკვე პროვოკაციის გამძაფრებას ნიშნავს“ - განმარტავს მამუკა არეშიძე.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც რესტავრირებული ძეგლის გახსნაში მონაწილეობდნენ უნდა დაისაჯონ.

,,არა ძეგლის დადგმის გამო, არამედ იმიტომ, რომ 20 იანვარს მონაწილეობდნენ მსგავს ღონისძიებაში. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, მათ შორის სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოსკოვმაც, რომ ქართული მხარე ნებისმიერი პროვოკაციის შექმნის მცდელობას მაქსიმალურად შეებრძოლება. ამის ჩაფარცხვა არ იქნება“.

პოლიტოლოგის აზრით, მთავარია პარლამენტის ხელმძღვანელობამ მკაცრად მოსთხოვოს ორივე დეპუტატს პასუხი.

,,ეს პროცესები გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, ისეთ სენსიტიურ და რთულ რაიონში, მაგალითად როგორიც არის მარნეული, სადაც ორივე ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ რაიმე ექსცესი მოხდეს. ის ძალები, რომლებიც ამ პროცესების შექმნაში ჩართულები არიან, ხელისუფლების რეაქციას ელოდებიან, თუ ხელისუფლების მხრიდან კვლავ ჩაფარცხვის მცდელობა იქნება უფრო გააქტიურდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თავი შეიკავონ“.


20 იანვარს სოფელს ბუღაშენში გაიმართა ყარაბაღის ომის მონაწილეს მიხეილ ავაკიანის განახლებული ზეგლის გახსნა. საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის "ქართული ცონების" დეპუტატები ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და სომხეთის ელჩი საქართველოში. ძეგლის გახსნა გამოიწვია აზრბაიჯანის მხრიდან სპოტესტი, რადგან ითვლება რომ ავაკიანი მონაწილეობდა ხოჯალის ტრაგედიაში.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები 9 თებერვალს გამართეს საპროტესტო აქცია ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით. იმავე დღეს ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში ღამის საათებში სომხური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გამართეს მცირერიცხოვანი აქცია ძეგლთან.

როგორც წერს "მეცხრე არხი" კვირას ბუღაშენში ასევე არის დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია.





Print