თავად გააკეთა გადაწყვეტილება - „ქართული ოცნების“ დეპუტატები აბაზოვის გადადგომაზე
„თვითონ გააკეთა განცხადება და თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, ალბად ესე იყო საჭირო მისი გადმოსახედიდან“ - გვეუბნება პარლამენტარი თამაზ ნავერიანი გუშინ, 12 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა საკრებულოში თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა.

ჩვენთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ აბაზოვის გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს.

„მე მის გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ გავუკეთებ კომენტარს და ვერ შევაფასებ იმდენად, რამდენადაც მან იცის იმ საქმეშ რა როლი აქვს რაშიც ის ბრალდებულია“ - ამბობს თამაზ ნავერიანი

პირად გადაწყვეტილებას უწოდებენ აბაზოვის გადადგომის საკითხს „ქართული ოცნების“ სხვა მარნეულელი დეპუტატებიც.

„ეს არის პირადი განცხადება და პირადი აზრი. ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ ასე, რომ რა შემიძლია ვთქვა. ეს მისი პირადი განცხადებაა.“ - ამბობს რუსლან გაჯიევი და აღნიშნავს, რომ ყოფილი მერის გადაწყვეტილების სისწორე თავად აბაზოვმა იცის.

„ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და თუ ასე ჩათვალა საჭირო, ესეიგი მის გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ გაასაჩივრებს.“ - ამბობს მახირ დარზიევი

„ქართული ოცნების“ სამივე დეპუტატი განმარტავს, რომ აბაზოვმა გადაწყვეტილება თავად მიიღო, რის გამოც მის მიერ თანამდებობის დატოვებას ვერ შეაფასებენ.

აბაზოვმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება 12 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიტანა, რომელიც საკრებულომ ცნობის სახით უნდა მიიღოს.

თავდაპირველად, საკრებულომ მას უფლება-მოვალეობა მას შემდეგ შეუჩერა რაც 13 ივნისს პროკურატურამ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადმიანური მოპყრობის ბრალი წაუყენა.

აბაზოვი შვიდი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დეკემბერში სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სამასართლო პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება.

რადიო „მანრეული“


ამავე თემაზე:

"სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და არ მინდა ვიყო ბრალდებულის სტატუსში "- თემურ აბაზოვი გადადგომაზე

აბაზოვის ადვოკატის თქმით, პროკურატურა მის ბრალს კვლავ ვერ ამტკიცებს

„პოლიტიკაში იქნება, თუ სხვა მიმართულებით იქნება, ეს მისი საქმეა“ - რუსლან გაჯიევი აბაზოვის შეხვედრასთან დაკავშირებით

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები