ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის წინაარმდეგ სასამართლოს მიმართა
პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საქმე ეხება პარლამენტის მიერ ტარიელ ნაკაიძისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულზე, ყურბან ბაირამზე, პარლამენტში არგამოცხადების არასაპატიოდ ჩათვლას.
პარლამენტის წევრის, ტარიელ ნაკაიძის ინტერესებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა იცავს.

ტარიელ ნაკაიძეს უფლებების დამცველების აზრით პარლამენტმა არ გაითვალისწინა ტარიელ ნაკაიძეს ინტერესი:

„ამგვარ
პირობებში, პარლამენტს ინდივიდუალურად უნდა შეეფასებინა ტარიელ ნაკაიძის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის უმნიშვნელოვანესი ინტერესი და გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის სასარგებლოდ უნდა მიეღო“
-წერია TDI-ის განცხადებასი

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი ინტერესი, როგორიც რელიგიის თავისუფლების დაცვაა და უპირატესობა მიანიჭა პარლამენტის რეგლამენტის ფორმალური მოთხოვნის დაცვას, რომელიც, თავის მხრივ, მხედველობაში არ იღებს, რომ რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებულ პარლამენტის წევრებს არცერთი უქმე დღე არ აქვთ მათთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად:

„ტარიელ ნაკაიძის სარჩელით მოთხოვნილია პარლამენტის მხრიდან მოსარჩელის მიმართ რელიგიისა და რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურება და ზიანის ანაზღაურება. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებს ტარიელ ნაკაიძის სასარჩელო მოთხოვნას, რაც იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და თანასწორობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისათვის უქმე დღეებით სარგებლობის შესაძლებლობის თვალსაზრისით“.- ვკითხულობთ განცხადებაში"


საქართველოს პარლამენტის წევრს, ტარიელ ნაკაიძეს ყურბან ბაირამის დღესასწაულზე პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო 500 ლარი ჩამოაჭრეს.

ეს მისი ხელფასის 10% - ია. ნაკაიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში პარლამენტში საჯაროდ განაცხადა, რომ მისი კულტურისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნის გამო, სხდომების გაცდენა მოუწევდა, გარემოება არ გაითვალისწინეს და ჯარიმა მაინც დააკისრეს. პარლამენტარი უთანასწორო და დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს ეთნიკური უმცირესობების მიმართ.



„27 ივნისს, როდესაც გაიმართა პარლამენტის პლენარული სხდომა, მე განვაცხადე, რომ 28 ივნისს არ ვიქნებოდი სესიაზე, რადგანაც ამ თარიღში იყო მუსლიმური დღესასწაული ყურბან ბაირამი. აქვე განვაცხადე, რომ აუცილებელია ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ რელიგიურ უმცირესობებს ჰქონდეთ საკუთარი დღესასწაულების აღნიშვნის საშუალება და ეს დღეები გამოცხადდეს უქმედ. ეს იყო პრინციპში ერთგვარი აქცია. სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა ამას გაითვალისწინებდნენ და საპატიო მიზეზად ჩათვლიდნენ, მაგრამ ის, რაც მომივიდა პასუხი მეილზე იქ კონკრეტულად არასაპატიო მიზეზად ითვლებაო და შესაბამისად მაქვს საფუძველი, რომ არ გაითვალისწინეს. ეს ჩემთვის არის უბრალოდ მნიშვნელოვანი და ერთადერთი თვალსაჩინო მაგალითი რატომ არის პრობლემა, მაგალითად, ერთ დომინანტურ რელიგიას აქვს თითქმის რამდენიმე დღე დღესასწაულად გამოცხადებული, უქმედ გამოცხადებული რელიგიური დღესასწაულები და არცერთ სხვა რელიგიურ უმცირესობებს არ აქვთ ამის შესაძლებლობა. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ზოგადად კანონით. ეს არის არასწორი, თუ რომელიმე რელიგია სარგებლობს, როგორც მინიმუმ ერთი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულით უნდა ისარგებლოს სხვა რელიგიურმა უმცირესობებმაც. “ - განმარტავს პარლამენტის წევრი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები