ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით,
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

"მთავრობის მეთაური ჯანდაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print