საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს
დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან
გაათავისუფლა.
პრემიერის ხელმოწერით, შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის
ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს
დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის
სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“, - ნათქვამია
ბრძანებაში.