ქალთა იმიტირებულმა საკრებულომ ქალსა და მამაკაცს შორის საქმიანი ურთიერთობების კომუნიკაციის არარსებობაზე იმსჯელა
ქალთა იმიტირებული საკრებულო მარნეულის მოქმედ საკრებულოსთან შეხვედრას გეგმავს, სწორედ ამ თემაზე დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმიტირებულმა ქალთა საკრებულომ რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა.  იმიტირებული ქალთა საკრებულოს პროექტის ავტორი ოლგა ენდელაძე ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო იმ გეგმის შემუშავება, რითაც მოქმედ საკრებულოს უნდა შეხვდნენ.

„ჩვენ ვცადეთ განგვეხილა ეფექტური კომუნიკაციის ხერხები, ასევე მიზეზები თუ რატომ არ ხდება კომუნიკაცია ქალებს და დეპუტატებს შორის. გვინდა შეხვედრა მოქმედი სკრებულოს დეპუტატებთან და უნდა ვიმსჯელოთ ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტებზე. დღეს ქალებიც საუბრობდნენ, რომ კომუნიკაციის კულტურა დეპუტატ მამაკაცებთან და ქალებს შორის ჩვენს სოფლებში არ არის დანერგილი, არ არსებობს ეს კულტურა. ამისთვის ხელშეწყობაა საჭირო. ვფიქრობთ, რომ ამაში ქალთა ოთახიც უნდა იყოს ჩართული.- ამბობს ოლგა ენდელაძე

მოქმედ საკრებულოს წევრებთან შეხვედრას იმიტირებული ქალთა საკრებულო უახლოეს მომავალში გეგმავს.

შეგახსენებთ , რომ მარნეულის მეექვსე მოწვევის საკრებულოში არცერთი ქალი წარმომადგენენლი არ არის წარმოდგენილი.

სიმულაციური თამაში „ქალთა საკრებულო“ ტარდება პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, მარნეულის „ქალთა ოთახის“ ჩართულობითა და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები