ექიმის ინფორმაციით, მინდელის შახტაში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ მალე გაწერენ
მინდელის შახტაში დაშავებული მეშახტეების მდგომარეობა, რომლებიც ქუთაისში მკურნალობენ, სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის რეფერალური კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი საავადმყოფოდან გაწერა მალე მოხდება.

გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სამი მეშახტე დაშავდა, აქედან ორი ქუთაისში გადის მკურნალობას, ერთი კი ტყიბულში.

წყარო: ipn.ge
Print