თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თბილისში, კიევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

კიევის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა.

ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულსა და სახურავს გაუჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყარო: ipn.ge
Print