გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სახელმწიფო დროშები დაეშვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებზე. დროშები დაშვებულია ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე.

ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი.

წყარო: ipn.ge
Print