სიახლე
ვეძისში გუშინ 4 ადამიანი დაჭრეს
ვეძისში გუშინ 4 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი მორაგბე, ლაშა საჯაია. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხიდან ერთ-ერთის, ფილტვის არეში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ვეძისში მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულებს კი სავარაუდო დამნაშავე გაქცეული, 4 პირი კი დაჭრილი დახვდათ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის
გიორგი გიუნაშვილი თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს.
12:39 / 14.12.2018
თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის გიორგი გიუნაშვილი თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს.
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის
ბრალდებით გასამართლებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი
პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
12:07 / 14.12.2018
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გასამართლებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
პანიკა გლდანში - გვიან ღამით მე-7 მიკრორაიონში
საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
11:44 / 14.12.2018
პანიკა გლდანში - გვიან ღამით მე-7 მიკრორაიონში საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
სტრასბურგის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში
ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია.
11:31 / 14.12.2018
სტრასბურგის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია.
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ინციდენტის შედეგად
ოთხი ახალგაზრდა დაიჭრა.
11:04 / 14.12.2018
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ინციდენტის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაიჭრა.
91 მომხრე, 9 წინააღნდეგი – საქართველოს პარლამენტმა დღეს, 13
დეკემბერს ბიუჯეტი დაამტკიცა.
16:22 / 13.12.2018
91 მომხრე, 9 წინააღნდეგი – საქართველოს პარლამენტმა დღეს, 13 დეკემბერს ბიუჯეტი დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის
სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 10 თვეში, საგამოძიებო უწყებებმა
გაუპატიურების 85 შემთხვევა აღრიცხეს.
14:01 / 13.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 10 თვეში, საგამოძიებო უწყებებმა გაუპატიურების 85 შემთხვევა აღრიცხეს.
ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ
მოხდა.
13:56 / 13.12.2018
ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ვიდეო სიახლეები