ნიგერიელი სტუდენტი ერთობლივი მატჩის შესახებ კალაძის იდეას მიესალმება
ნიგერიელი სტუდენტი სამუელ ალავოდი რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ამბობს, რომ მიესალმება თბილისის მერის, კახა კალაძის იდეას, რომ გაიმართოს ერთობლივი მატჩი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან.

“ნიგერიელები ძალიან გახსნილი ხალხი ვართ, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი. ამიტომ, ჩვენ ამ შეხვედრას ველოდებით. ძალიან მოხარული ვართ, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა. ამან, შეიძლება, ერთობა და მშვიდობა მოიტანოს ჩვენსა და ამ ადამიანებს შორის, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა,”- განაცხადა მან.

მანვე. გადაცემაში განაცხადა, რომ ჩხუბი რასისტულ ნიადაგზე, მათი კანის ფერის გამო მოხდა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print