გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საცხოვრებელ სახლში
მამაკაცი მოკლეს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდას სხეულის და თავის არეში
ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. შემთხვევა
გვიან ღამით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათია ექსპერტ-კრიმინალისტები
მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით
დაიწყო. უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად
მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
აღიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.