გურჯაანში, სოფელ კალაურში მამაკაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საცხოვრებელ სახლში მამაკაცი მოკლეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდას სხეულის და თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათია ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

აღიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print