მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დანიშნა.
პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომა შალვა თადუმაძის წარდგენით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა თადუმაძე დაახასიათა, როგორც „მაღალი წესიერებით“ გამორჩეული კადრი და წარმატება უსურვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობაში.

შალვა თადუმაძემ ამ თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც წინა კვირას გიორგი კვირიკლაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები