კახეთში შუახნის კაცი მოკლეს
კახეთის სოფელ კალაურში შუახნის კაცი მოკლეს. როგორც დაღუპულის დედა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ამბობს, დედა-შვილს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და მათგან ფულს ითხოვდა.

ფაქტი 11 აპრილს ღამით მოხდა. როგორც დაზარალებული ამბობს, მის შვილს ტრაქტორის საყიდლად თანხა ჰქონდა შეგროვებული და თავდამსხმელები სავარაუდოდ, ამ ფულს ეძებდნენ.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს (სსსკ 108). მუხლი სასჯელის სახით 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print