შემოსავლების სამსახური: სადახლოდან სომხეთში გადაადგილება რამდენიმე საათით შეფერხდა
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტი შეფერხების გარეშე მუშაობს, თუმცა გუშინ, 22 აპრილს სომხეთში მიმდინარე აქციების გამო, რამდენიმე საათით ადამიანები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

“გუშინ შეფერხება საბაჟო გამშვებ პუნქტს არ ჰქონია, საბაჟო მუშაობდა ჩვეულებრივად, 24/7-ზე რეჟიმში, თუმცა სომხეთის მხარეს გადაკეტილი გზისა და იქ მიმდინარე მიტინგისა თუ შეკრების გამო, მგზავრები ვერ გადაადგილდებოდნენ. ეს პრობლემა მოიხსნა მაშინვე , როგორც კი ისინი დაიშალნენ”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შემოსავლების სამსახურში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები