არმენ სარქისიანი - სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეუქცევად შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს
სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეუქცევად შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, - ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებაში.
სარქისიანი მწუხარებას გამოთქვამს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო და მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

„აუცილებელია უარის თქმა დესტრუქციულ ქმედებებზე და დიალოგის შესაძლებლობების ძიება. ამიტომ ყველა მოქალაქეს, თანამემამულეს და დიასპორას მოვუწოდებ, თავის შეიკავონ სიტუაციის გამწვავებისგან. არ შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სომხეთის უსაფრთხოება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print