ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ მთავრობამ ორგანიზაცია დააარსა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ “პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის” შეიქმნება, რომელიც ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას გაზრდის.
პრემიერის განმარტებით, “პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის” მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს წამოწყება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას.

„2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა საქართველოში, მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები