სიახლე
პირველმა არხმა ახალი პროექტის - „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია გამართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, პირველი არხის ახალი პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ონლაინ რადიო-ტელევიზიის პირველი ეთერი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.

პროექტი ითვალისწინებს:

საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მომზადებას.
ინტერნეტ რადიო-ტელევიზიის 12-საათიან უწყვეტ ეთერს 1tv.ge-ზე.
დოკუმენტური მასალების მომზადებას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ, მათივე ენაზე.
გასართობი და შემეცნებითი გადაცემების მომზადებას, რომლებიც პირველი არხის ეთერში ქართულ ენაზე გავა, ხოლო ვებგვერდზე განთავსდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
აღნიშნული მედიაპროდუქციის ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე 1TV.GE, შესაბამის ენობრივ განყოფილებებში.

დამატებითი ინფორმაცია ბმულზე.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება,
- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის
სხდომაზე განაცხადა.
15:30 / 24.05.2018
თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან
ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერის
მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
15:29 / 24.05.2018
თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 23
მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა შეიზღუდა.
15:28 / 24.05.2018
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების
მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
მოეწყობა.
15:26 / 24.05.2018
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ
ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღო მონაწილეობა.
16:11 / 23.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღო მონაწილეობა.
სტრასბურგის სასამართლოში დღეს აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო მოსმენა
გაიმართება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო მოსმენა გაიმართება.
16:03 / 23.05.2018
სტრასბურგის სასამართლოში დღეს აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო მოსმენა გაიმართება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო მოსმენა გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ აშშ ამაყობს
საქართველოსთან მეგობრობით და პარტნიორობით.
14:30 / 22.05.2018
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ აშშ ამაყობს საქართველოსთან მეგობრობით და პარტნიორობით.
2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს
მასშტაბით, ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით მოწამვლის და ოპიოიდების
მიღების შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 52
შემთხვევაა დაფიქსირებული.
14:29 / 22.05.2018
2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით მოწამვლის და ოპიოიდების მიღების შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით