ლიტველები საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებენ
ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება შეიცვალა. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება - ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად „საქართველო“ ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები